Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შოკოლადის ტორტი ნიგვზით

საჭირო მასალა:

ცომი: 12 კვერცხი,2 ჭიქა შაქარი, 1,5 ჭიქა ფქვილი, 200 გ. დაფქული ნიგოზი.
კრემი:  500 მლ. 36-38%-იანი ნაღები, 5 ს.კ. შაქრის პუდრა, ერთი ლიმონის ცედრა.
მეორენაირი კრემი: 300 გ შავი შოკოლადი, 500 მლ. 36-38%-იანი  ნაღები
მომზადება: კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილები კარგად გავთქვიფოთ და თან ვუმატოთ შაქარი. გათქვეფილი მასა ჯამის გადმოტრიალებისას არ უნდა დაიძრას ადგილიდან. ამის შედეგ თანდათან დავუმატოთ კვერცხის გულები და 4-5 წუთი მაინც ვთქვიფოთ. მომზადებულ მასას ხის კოვზით ფრთხილად შევურიოთ ფქვილი და ნიგოზი. კოვზი ვამოძრაოთ ერთი მიმართულებით. ცომი ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ დაახლოებით 30-35 წუთის განმავლობაში. შესამოწმებლად ბისკვიტში ჩავარჭოთ ხის ჩხირი, თუ ჩხირს ცომი და ნამცეცები ზედ არ აჰყვა, ესეიგი, ბისკვიტი მზად არის. ცივი ბისკვიტი გვჭრათ ორ ტოლ ნაწილად. 500 მლ. ნაღები გავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად, დავუმატოთ ცედრა და შევდგათ მაცივარში. ცალკე მოვამზადოთ მეორე კრემიც – ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი და შევაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე. დანარჩენი 500 მლ. ნაღები ცალკე გავთქვიფოთ, დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი და ესეც შევდგათ მაცივარში. ბისკვიტს შუაში წავუსვათ თეთრი კრემი, ზემოდან და გარშემო კი – შოკოლადის მასა. ტორტი შეგვიძლია მივირთვათ მომზადებისთანავე, მაგრამ უმჯობესია თუ მთელი ღამით დავტოებთ მაცივარში.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული