Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის მედალიონები საზაფხულო სალათით

საჭირო მასალა: 0,5 კონა სალათის ფოთოლი, 1 კონა ოხრახუში, 2 ს.კ. კაპარი, 1 ს.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი, 50 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 3 ს.კ. ზეთი, 300 გ მოხარშული და დაჭრილი კარტოფილი, 4 ნაჭერი (თითო 80 გ) ღორის რბილი ხორცი, 4 ცალი პამიდორი ჩერი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ოხრახუში და კაპარი წვრილად დავჭრათ. დავასხათ 2 ს.კ. კაპარის მარინადი. მდოგვი, ბულიონი, 2 ს.კ. ზეთი და კაპარი ავურიოთ. დავუმატოთ კარტოფილი, ოხრახუში, მარილი და წიწაკა. ხორცის ნაჭრებს შემოვახვიოთ სამზარეულოს ძაფი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი  და ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე შევწვათ. შემდეგ ტაფითვე შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-8 წუთის განმავლობაში. ხორცის ნაჭრები შევახვიოთ ფოლგაში რამდენიმე წუთით. თეფშზე ამოვიღოთ ღორის ხორცის ნაჭრები, კარტოფილის სალათა და შუა-შუა გაჭრილი პამიდვრები.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული