გამოქვეყნებულია: 8 მაისი, 2009 - 03:08

მასალა:
1 მაწონი ან არაჟანი
4 კვერცხი
2 ჩაის ჭიქა შაქარი
3 ჭიქა ფქვილი (მასა უნდა გამოვიდეს სქელი, არაჟანივით)
სოდა
კარაქი 200 გრ
2 ბანანი
შოკოლადის ფილა
კარაქს და შაქარს გათქვიფავთ ერთად, შემდეგ კვერცხს დაამატებთ, ჩაასხავთ მაწონს, ცოტა სოდას და გათქვიფავთ, დაუმატებთ ფქვილს, შემდეგ ეს მასა რომ გამზადდება, კაკაოს ჩააყრით და დაბლენდერებულ ბანანს და გახეხილ შოკოლადს. ცოტა გახეხილ შოკოლადს შეინახავთ მოსართავად, ასევე მოსართავად გაამზადებთ მინანქარს.
© tuta_tuta
თემა:
ეს არის ერთ-ერთი ჩემი
ავტორი: მარიამი - 08/05/2009
ეს არის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი კექსი, რომელსაც უცებ თუ რამე მომინდება ხოლმე, მაშინ ვაცხობ. მაგრამ ზებრასავით, თეთრ და კაკაოს ფერებს ვანაცვლებ და ულამაზესი გამოდის გაჭრის დროს. ხან თეთრ ფენაში ფორთოხლის ცუკატებს ვამატებ, ხან ნუშს, ან კაკალს, ყველა ვარიანტი უგემრიელესი გამოდის და ჩაის უხდება. :))
- reply
კექსი შოკოლადით და ბანანით
ავტორი: mzia - 28/01/2012
is recepti vinc dacera arc qartuli icis, arc cxoba, da saertod, ratom aqveynebs es jurnali aset araredaqtirebul nagavs!!!!!!!!! ecit mkitxvels pativi.....
- reply
ჯერ ქართულად წერა...
ავტორი: მალხაზ ხარბედია - 28/01/2012
ჯერ ქართულად წერა ისწავლეთ და მერე გაგცემთ პასუხს.
- reply










