Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალუბლის ღვეზელი

ცომისთვის: 150გ. ფქვილი დანის წვერით გამაფხვიერებელი ფხვნილი 100 გ საქარი 1 პაკეტი ვნილი მარილი 1 კვერცხი 100 გ კარაქი.

შტრეიზელისთვის: 150 გ ფქვილი 100 გ შაქარი 1 პაკეტი ვანილი 100 გ კარაქი.

 გულსართისთვის: 1 კგ კურკაგამოცლილი ალუბალი 100გ შაქარი 20 გ კრტოფილის ფქვილი.

მომზადება: ცომისთვის განკუთვნილი ყველა პროდუქტი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, მანამ, სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას. ცომი გავაციოთ. ცომის 2/3 ჩავდოთ ფორმაში (28-სმ –იანი ფორმა), გამოვაცხოთ და ფორმაშიve გავაციოთ. შემდეგ ავიღოთ დარჩენილი ცომი და გამომცხვარი ფენის გარშემო ფორმას გავუკეთოთ გვერდები. ალუბალს მოვაყაროთ შაქარი და დავდგათ, რომ წვენი გაუვიდეს, შემდეგ წამოვადუღოთ და გადავწუროთ და გავაციოთ, 1 ჩაის ჭიქა ალუბლის წვენი მოვადუღოთ და მასში ჩავასხათ 4 ს/კ ცივ ცვენში გახსნილი კარტოფილის ფქვილი, მოვადუღოთ და გავაციოთ, შემდეგ მოვათავსო მომზადებულ ფორმაში და დავაყაროთ მომზადებული შტრეიზელი: საჭირო პროდუქტები მიქსერით კარგად გავთქვიფოთ, მივიღებთ ფხვიერ მასას. ღვეზელი შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com



http://www.youtube.com/watch?v=myEdcVIasoU&feature=channel

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული