Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი კალმახი ბროწეულის წვენით

ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები, გავრეცხოთ ცივ წყალში, გავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი. მუცელი ამოვუვსოთ უმი კვერცხით, კარაქით, კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ლიმონით და ახალი ტარხუნის ნაზავით. მუცელი დავუხუროთ, ზევიდან წავუსვათ არაჟანი და დავდოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე. როდესაც ორივე მხრიდან შეიწვება, მოვათავსოთ ლანგარზე და დავამშვენოთ ოხრახუშის ფოთლებით. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ბროწეულის წვენი – შეზავებული ახალი ქინძითა და მარილით.

 
მასალა:
 
კალმახი – 1 კგ.
კარაქი – 100 გრ.
კვერცხი – 2 ც.
ლიმონი – 1ც.
ბროწეულის წვენი – 1 ჩ.ჭ.
ქინძი, მარილი – გემოვნებით
 
თამარ ლომიძე

 

თემა:

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123