Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფარშირებული კვერცხი

მასალა: კვერცხი, ნიგოზი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ერთი ორი ღერი წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი, წითელი წიწაკა.

მომზადება: მოვხარშოთ კვერცხი, ვაცალოთ გაციება და და გავჭრათ შუაში (სიგრძეზე). ამოვაცალოთ გულები და ცალკე ჯამში კარგად გავსრისოთ, შევურიოთ ცოტა ნიგოზი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, წვრილად დაჭრილი ცოტა ხახვი და ერთი ორი ღერი წვრილად დაჭრილი ქინძი. მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით, კარგად ავზილოთ, ოდნავ წყალი დავუმატოთ (უფრო ფაფუკი რომ გახდეს მასა) და მიღებული ნარევით კარგად ამოვავსოთ კვერცხის ცილები, გარედანაც მოვუსვათ თხლად.

© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.