გამოქვეყნებულია: 28 ნოემბერი, 2013 - 18:52
საჭირო მასალა: 15 კვერცხი, 450 გ ხაჭო, 100 გ არაჟანი, 4200 გ ფქვილი + 1 ს.კ. სოდა, 1 თავი ხახვი, 400 - 500 გ ყვავილოვანი კომბოსტო, 200 გ ცოცხალი ან ერთი ქილა დაკონსერვებული სოკო, მარილი
მომზადების წესი: ღრმა ჭურჭელში მოვათავსოთ კვერცხი, არაჟანი, ხაჭო, ფქვილი, მარილი და ავთქვიფოთ. პარალელურად ტაფაზე ცოტა ზეთში, მოვშუშოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ბოსტნეული. მოშუშული ბოსტნეული ჩავყაროთ გამზადებულ, ათქვეფილ მასაში და ავურიოთ. შემდეგ ავიღოთ ფორმა, წავუსვათ ძირზე ცოტა ცხიმი და ჩავასხათ მიღებული მასა. პაშტიდა გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 30-40 წუთი. როდესაც ცომი აიწევს და დაიბრაწება, მზად არის.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი