Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორჯერ გამომცხვარი ყველის სუფლე

საჭირო მასალა: 50 გ პარმეზანი, 75 გ ჩედერი, 115 გ ყვავილოვანი კომბოსტო, 115 გ ბროკოლი, 150 მლ რძე, 40 გ კარაქი, 40 გ ფქვილი, 3 ცალი კვერცხი, 230 მლ 10%-იანი ნაღები, 1 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი, რამდენიმე ცალი პამიდორი ჩერი, 3-4 კბილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, პროვანსული სანელებელი, მარილი და შავი პილპილი, ცხიმი - ფორმებისთვის.

მომზადება: ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე. პარმეზანი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, ჩედერი – მსხვილზე. სუფლეს ფორმებს წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ პარმეზანი. რაც დარჩება, შევინახოთ. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მდუღარე მარილწყალში ჩავყაროთ და მოვხარშოთ, სანამ არ დარბილდება, შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და ავთქვიფოთ ბლენდერში. ღრმა ტაფაში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და 30 წამი ვშუშოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან,  დავუმატოთ ბოსტნეულის პიურე, მარილი და პილპილი. როცა შეგრილდება, კვლავ დავაბრუნოთ ცეცხლზე და ვურიოთ. როდესაც პიურე შესქელდება, შევურიოთ კვერცხის გულები ისე, რომ მორევა არ შევწყვიტოთ. ბოსტნეულის პიურეს დავუმატოთ ჩედერი და დარჩენილი პარმეზანი. კარგად ავთვიფოთ კვერცხის ცილა და ფრთხილად შევურიოთ მომზადებულ მასას. პიურე გადავანაწილოთ ფორმებში. განიერ, ღრმა საცხობ ტაფაში ჩავასხათ ცხელი წყალი და შიგ ჩავაწყოთ სუფლეს მასით სავსე ფორმები ისე, რომ წყალი ფორმებს შუამდე მოადგეს. ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ არ გაფუვდება და გაოქროსფრდება. სუფლე შევაგრილოთ, კიდეებზე  დანა მოვატაროთ და ფრთხილად  გადმოვიღოთ ფორმებიდან. გადავიტანოთ სხვა კერამიკულ ფორმებში. ნაღები და მდოგვი ავურიოთ და მოვასხათ მომზადებულ სუფლეს. დავაწყოთ თუნუქის ფორმაზე, სუფლეებზე დავაწყოთ პამიდვრები და ნიორი. მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ პროვანსული სანელებელი. ვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში. მივირთვათ ცხლად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული