Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დომხლის შეჭამანდი

ყველიერში მარტყოფელები მიირთმევდნენ დომხლის შეჭამადს. აგვისტო-სექტემბერში ოჯახის დიასახლისი ადედებს მაწონს და აგროვებს მომინანქრებულ (ემალის) ქვაბში.
მოგროვილ მაწონის რაოდენობაც დიასახლისის სურვილზეა დამოკიდებული და უფრო ხშირად 40–50 ლიტრამდე ადის. დაადგამს ცეცხლზე და ადუღებს დიდხანს: დუღილის დროს ხის კოვზით ურევს. როცა მაწონი ფერს შეიცვლის და ოდნავ ოქროსფერი გახდება, გასქელდება და ზედმეტი სითხე დააშრება, ასხამს საგანგებოდ შეკერილ პარკში და ჩამოკიდებს ხეზე. დაიწრიტება; 2-3 დღის შემდეგ პარკს ჩამოხსნის და ახლა სიმძიმეს დაადებს პარკს, რომ უფრო კარგად დაიწუროს. შემდეგ ჯამში ჩამოცლის უკვე მშრალ და ფხვიერ მასას. შეანელებს მარილით, წვრილად დაჭრილი კამითა და ნარგიზის
ყვავილით. ჩადებს მოჭიქურებულ (ე.წ. ინგლისურ) თიხის ქილაში, ზემოდან მოასხამს ნატურალურ ერბოს,ზედ დაადებს ვაზის ფოთლებს რამდენიმე ფენად, ქილის პირს მოაკრავს და ეზოში, ბაღში ხის ძირას მიწაში თავდაყირა დაფლავს. როგორც ჩანს, ასეთი შენახვით მიმდინარეობს მეტად სასარგებლო ტექნოლოგიური პროცესი. ქილას ამოიღებს თებერვლის ბოლოს, კერძოდ, ყველიერში და დაამზადებს შეჭამადს ისე, როგორც მაწვნის შეჭამანდს ამზადებ, ოღონდ უბრინჯოდ.
 
© „ჩემი გარემო“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული