Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პიკანტური მარინადი კიტრითა და წიწაკით

საჭირო მასალა: 2 ცალი დიდი კიტრი, 1 ცალი დიდი ხახვი, 1 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 1/4 ჭიქა მარილი, 3 ჭიქა შაქარი, 2 ჭიქა ვაშლის ძმარი, 1 ს.კ. მდოგვის მარცვლები, 2 ს.კ. ნიახურის თესლი ან წვრილად დაჭრილი ნიახური, 1 ჩ.კ. ბაჰარის მარცვლები, 1 ცალი დაფნის ფოთოლი.

მომზადება: წიწაკა, კიტრი და ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. ასე გავაჩეროთ 6 საათის განმავლობაში. შაქარი, ძმარი და სანელებლები მოვათავსოთ ქვაბში და 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. ამასობაში ბოსტნეულის ნარევი  საწურზე გადავწუროთ და ვაცადოთ, რომ დაიწრიტოს, შემდეგ კი ჩავყაროთ ქვაბში. თავახდილი ვადუღოთ საშუალო ტემპერატურაზე, ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი. მარინადი ქილებში ჩავასხათ და 10 წუთის განმავლობაში გავასტერილოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული