Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლორიანი პური

საჭირო მასალა: 200-300 გ ფქვილი,  200 გ შებოლილი ხორცი, 150 გ ყველი, 4 ცალი კვერცხი, 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 100 მლ. ზეითუნის ზეთი, 50 გ ფუსტუღის თხილი, 1 ს.კ. კვლიავი, 5 გ საფუარი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: შებოლილი ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევბრაწოთ ზეთში. დავჭრათ ყველიც. 1 ჭიქა ფქვილში ავურიოთ საფუარი, პილპილი და მარილი. გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავახალოთ კვერცხი. ვზილოთ ცომი და თანდათან ვამატოთ ზეთი და ღვინო. ცომი თავიდან შეიძლება მოგვეჩვენოს თხევადი, მაგრამ ვზილოთ ფქვილიანი ხელებით დიდი ხნის განმავლობაში და მიიღებს საჭირო კონსისტენციას. უნდა იყოს ძალიან სქელი, მაგრამ არც თხევადი. ეს ცომი შეგვიძლია მოვამზადოთ მიქსერის საშუალებითაც. მომზადებულ ცომში დავამატოთ ყველა ინგრედიენტი, მოვიტოვოთ რამდენიმე ცალი ფუსტუღის თხილი. ცომი ჩავდოთ ცხიმწასმულ ფორმაში და ზემოდან მოვაყაროთ ფუსტუღის თხილი, შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული