Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლაზანია მექსიკურად

საჭირო მასალა: 1 შეკვრა ლაზანიას ფენები (25x15 სმ. ზომის ფორმისთვის). 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2-3 ცალი ტკბილი წიწაკა, 400 გ. მოხარშული წითელი ლობიო, 2 ს.კ. ზეთი, 400 გ. გატარებული საქონლის ხორცი, 400 გ. პამიდვრის პიურე, გამშრალი ორეგანო (თავშავა), მარილი, წიწაკა – გემოვნებით. ბეშამელის სოუსისთვის – 30 გ. კარაქი, 40 გ. ფქვილი, 750 მლ. რძე, 150 გ. გახეხილი ყველი.

მომზადება: ხახვი და ნიორი წვრილად ავკეპოთ, წვრილად დავჭრათ თესლგამოცლილი წიწაკა. გადავწუროთ ლობიო. ზეთდასხმულ ტაფაზე დავყაროთ ნიორი და ხახვი და ვშუშოთ 2-3 წუთში დავიუმატოთ გატარებული ხორცი, დაჭრილი წიწაკა და დაფქული ცხარე წიწაკა. ეს ყველაფერი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, სანამ ხორცი არ მომზადდება. ლობიოს დავასხათ პომიდორი, მოვათავსოთ ქოთანში და დაბალ ცეცხლზე 20 წუთი ვხარშოთ, შემდეგ კი შევანელოთ სანელებლებით და ავურიოთ მოშუშულ ხორცის ფარშს. ბეშამელის სოუსისთვის  ტაფაზე გავადნოთ კარაქი, ავურიოთ ფქვილი და დავასხათ რძე. 20 წუთის შემდეგ შევურიოთ გახეხილი ყველი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვასხათ ბეშამელის სოუსის ¼ნაწილი და ზედ მოვათავსოთ ლაზანიას ერთი ფენა, გადავანაწილოთ ზედ ხორცის გულსართის 1/3 ნაწილი, მოვასხათ ბეშამელის სოუსი და გადავაფინოთ მეორე ფენა, მასზეც მოვათავსოთ გულსართი, მოვასხათ ბესამელის სოუსი და ასე გავაგრძელოთ ბოლომდე. ბოლო ფენას მოვასხათ კვლავ ბეშამელის სოუსი და გამოვაცხოთ საშუალოდ გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული