Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კიში

ცომი:
ერთი კოლოფი კარაქი
500 გრ. ფქვილი
ორი სუფრის კოვზი ზეთი
2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. შაქარი
3 ცალი კვერცხი.

გულსართი:
გულსართი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. კლასიკური ფრანგული კიში ტკბილი არ არის, ანუ გულსართად იყენებენ მაგალითად წვრილად დაჭრილ ლორს+ მოხეხილი სულგუნისებრი ყველი, ან ყველი+ ბაზილიკო, ან ჩემთვის ყველაზე გემრიელია ხახვის კიში, ხახვით, არაჟნით და ფქვილის გულსართით, მოკლედ, აქ ფანტაზიას მიენდეთ, ან იმას, რაც მაცივარში გაქვთ. კიში ფრანგული საუზმეულია, ძალიან გემრიელი და ხრაშუნა.
დარბილებული კარაქი + ფქვილი ხელით უნდა მოსრისოთ, რომ მიიღო ფხვიერი მასა. თანაბარი ზომის და ერთნაირი კონსისტენციის მასას როცა მიიღებთ, ჩაამატეთ შაქარი, მარილი და სამი კვერცხი. მოიზილება მაგარი ცომი, იმდენად მაგარი, რო ცოტათი ძნელიც კია ზელვა. ზელვისას ზეთი უმატეთ. ეს ცომს ოდნავ დაარბილებს და გაანაზებს. საბოლოო ჯამში მივირებთ ყვითელ, მაგარ ცომს. საკმაოდ ცხიმიანს. ცომის პატარა გუნდას ჩადებთ „ტარტალეტკის“ მსგავს ფორმაში. თუ ფორმები არ გაქვთ, შეიძლება ამგვარი "ჭიქის" ხელით გაკეთება და შიგ გულსართის ჩადება. ჭიქებს შეალაგებთ გახურებულ ღუმელში და 5 წუთში მზად არის. შეიძლება გამზადებული კიშის მაცივარში შენახვა (არა საყინულეში), შემდეგ გამოღება და საუზმეზე დაცხობაც.

© chaPPek

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული