Home
ქართული | English
აგვისტო 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარელიური ღვეზელი

საჭირო მასალა: 150 გ მარილიანი კარაქი, 3 მაგრად მოხარშული კვერცხი, ცომი - 200 მლ წყალი, 1-2 ჩ.კ. მარილი, 400 მლ ჭვავის ფქვილი, 100 მლ ხორბლის ფქვილი, 150 გ დამდნარი კარაქი. გულსართი - 1 ლ რძე, 200 მლ მრგვალი ბრინჯი, 1 ჩ.კ. მარილი.

მომზადება: ადუღებულ რძეში ჩავყაროთ მარილი, გარეცხილი ბრინჯი, ვხარშოთ პერიოდული მორევით და შევაგრილოთ. ცომის ინგრედიენტები შევურიოთ, მოვზილოთ ელასტიური ცომი, გავახვიოთ პოლიეთილენის პაკეტში და გავაჩეროთ 40 წუთი. ცომი დავყოთ 25 ნაწილად, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ბრინჯის გულსართი და გამოვაცხოთ ცხელ ღუმელში 270 გრადუსზე 15-18 წუთი, გამომცხვარს წავუსვათ დამდნარი კარაქი. მარილიანი კარაქი შევურიოთ წვრილად დაჭრილ მოხარშულ კვერცხს და სუფრასთან მივიტანოთ ღვეზელთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული