Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შუმაში - ბერძნული ხორციანი ღვეზელი

საჭირო მასალა: 1 კგ ფენოვანი ცომი, 300 გ გოგრის რბილობი, 3 თავი ხახვი, 700 გ ღორისა და საქონლის ნარევი ფარში, მარილი, შაქარი, შავი პილპილი – გემოვნებით, ცოტა ფქვილი.

მომზადება: გოგრა მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, მსუბუქად გავწუროთ, დავუმატოთ ცოტა შაქარი, ხორცის ფარშს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად და დავყოთ ულუფებად. ცომი თხლად გავაბრტყელოთ, დავჭრათ კვადრატებად, ზედ მოვათავსოთ გულსართი და კონვერტივით შევკრათ. ზემოდან წავუსვათ კვერცხი, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და 20-25 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე გამოვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული