Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შოკოლადის კექსი ღვინის მინანქრით

საჭირო მასალა:250 გ დარბილებული კარაქი, 200 გ შაქარი, 1 ს.კ. დარიჩინი, 1 მწიკვი მარილი, 4 ცალი კვერცხი, 250 გ ფქვილი, 1 ს.კ. კაკაო, 1 ჩ.კ. სოდა 1 ს.კ. ძმრით, 125 მლ წითელი ღვინო, 0,5 ჭიქა დათლილი ნიგოზი, 50 გ ქიშმიში ან კოწახურის ჩირი.

მინანქრისთვის - 125 გ შაქრის პუდრა, 2-3 ს.კ. წითელი ღვინო.

მოსართავად - 1-2 ს.კ. ქიშმიში.

მოზადება: კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ დარიჩინი, მარილი, ცალკე გათქვეფილი კვერცხი, სოდა ძმრით, კაკაო, წითელი ღვინო და დანარჩენი ინგრედიენტები. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და საშუალო ტემპერატურაზე გამოვაცხოთ. როცა კექსი მზად იქნება, შევაგრილოთ და მოვამზადოთ მინანქარი: შაქრის პუდრას დავასხათ ღვინო და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. მომზადებული მასა მოვასხათ კექსს და ზემოდან მოვაყაროთ ქიშმიში ან კოწახურის ჩირი.

© ღვინის კლუბი/Weekend



დამიჯერეთ ადამიანებო, ეს კექსი გამოაცხვეთ და არ ინანებთ! რომ გამოვაცხვე, მერე მივხვდი, რომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად იყო მისი ადგილი! მე ღვინოსთან ერთად ცომში გავუკეთე გლინტვეინი სპირტთან ერთად.ღვინის მინანქრისთვის ჯიგრიანი საფერავი შევარჩიე და არ მინანია!


davagemovnet da zalian momecona umagresia!!!!!!


შოკოლადის რატომ ჰქვია?რამე შეცდომა ხომ არ გაიპარა რეცეპტში?


კაკაოს შემცველობა განსაზღვრავს დასახელებას. ისე, შეგიძლიათ მის ნაცვლად ჩვეულებრივი დამდნარი შოკოლადიც იხმაროთ იმავე რაოდენობით, რაც კაკაო წერია, მაგრამ გარკვეულწილად შეცვლის კექსის ფაქტურას. მე პირადად როცა მეორედ გამოვაცხვე, კაკაო საერთოდ არ გამიკეთებია და შოკოლადის ღილები გავუკეთე ქიშმიშთან ერთად.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული