Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შიშბარაქი (არაბული პელმენი)

საჭირო მასალა: 800 გ ფქვილი, 1/4 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. მშრალი საფუარი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ჭიქა წყალი,  1 თავი ხახვი, 2 ს.კ. კარაქი, 600 გ ცხვრის ხორცის ფარში, 1 ჩ.კ. ძირა, 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი, ტარხუნა, მარილი, ავზი და ბაჰარი – გემოვნებით, 1 ლ ნატურალური იოგურტი ან მაწონი, 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი, 1 კვერცხის ცილა, 2 ს.კ. დაკეპილი ნიორი, 4 ს.კ. დაკეპილი ქინძი.

მომზადება: ფქვილი, მარილი და საფუარი ავურიოთ, დავასხათ 2 ს.კ. ზეთი, 1 ჭიქა წყალი და მოვზილოთ ცომი,20-25 წუთით მოვათავსოთ თბილ ადგილას. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავაყაროთ  წვრილად დაჭრილი ხახვი, ხორცის ფარში, სანელებლები, ტარხუნა და მოვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში. ფქვილმოყრილ ზედაპირზე თხლად გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ პატარა წრეები, თითოეულზე მოვათავსოთ ფარში და შევკრათ. ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსამდე. ფორმას წავუსვათ დარჩენილი ზეთი, ზედ მოვათავსოთ მომზადებული ცომის ბურთულები და 10-12 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ ღუმელში. ქვაბში ჩავასხათ იოგურტი ან მაწონი. 1 ჭიქა წყალში გავხსნათ სახამებელი და შევურიოთ მაწონს. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დავამატოთ მაწონს, დავაყაროთ ქინძი, ნიორი და  მივიყვანოთ ადუღებამდე. გამომცხვარი ცომის ბურთულები გადავიტანოთ ქვაბში და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ მომზადდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული