გამოქვეყნებულია: 6 აგვისტო, 2009 - 00:42

პროდუქტები: 1 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი; 150 გრ. კუსკუსი; 2 ს.კ. პიტნა (დაჭრილი); 2 ს.კ. ზეთი; 2 ს.კ ლიმონის წვენი; ქინძი (წვრილად დაჭრილი); ნიორი 2 კბილი (წვრილად დაჭრილი); მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: დავჭრათ ბადრიჯანი ნახევარ რგოლებად. შევწვათ მაღალ ცეცხლზე ზეთში. დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმის მოსაცლელად. კუსკუსი მოვამზადოთ ინსტრუქციის მიხედვით (კოლოფზე როგორც არის მითითებული), გადავურიოთ ერთმანეთში ზეთი, ლიმნის წვენი, მარილი, პილპილი, ქინძი, ნიორი. მოვათავსოთ სასალათე ჯამში ბადრიჯანი, პიტნა, კუსკუსი და მოვასხათ მომზადებული სოუსი.
© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com
თემა:
kuskusi ra aris?:D
ავტორი: nino - 22/01/2011
kuskusi ra aris?:D
- reply
კუსკუსი არის ბურღულის
ავტორი: keti_adeishvili - 28/01/2011
კუსკუსი არის ბურღულის სახეობა, რომელსაც მაროკოელები ამზადებენ მანანის ბურღულისაგან. მას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება (არსებობს უფრო მარტივი ვერსიაც, რომელიც მე ერთმა ებრაელმა ქალბატონმა მასწავლა და ზუსტად ისეთია, სუპერმარკეტებში რომ ყიდიან, მოგვიანებით შემოგთავაზებთ ამ რეცეპტს.)და ამიტომ მზა სახით იყიდება სუპერმარკეტებში. :) მას მიირთმევენ როგორც ხროცთან, ასევე ბოსტნეულთან ერთად. არის ძალიან ნაზი და გემრიელი გარნირი. მე პირადად ბრინჯთან მიმართებაში (როგორც გარნირს) მას ვანიჭებ უპირატესობას.
- reply
კუსკუსი /ფეტვი
ავტორი: ნატო - 08/11/2011
კუსკუსი იგივე ფეტვია? რაღაც ვიყიდე წონით , გარეგნულად კუსკუსს გავს, თუმცა ფეტვი ეწერა
- reply
არა, გეტვი არ არის. კუსკუსი
ავტორი: ქეთი - 08/11/2011
არა, გეტვი არ არის. კუსკუსი პრინციპში მანანის ბურღულისგან მზადდება. საკმაოდ ვრცელი და შროლმატევადი პროცესია. "მარნის" შემდეგ ნომერში შევეცდები ჩავდო კუსკუსის მომზადების სწრაფი და მარტივი რეცეპტი, რომლითაც ისრაელსა და არაბეთის ქვეყნების მოსახლეობა სარგებლობს.
- reply










