Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყაბაყის გრატენი

საჭირო მასალა: 1 კგ ყაბაყი, 1-2 ცალი პამიდორი, 100 გ მაგარი ყველი, 500 მლ რძე, 80 გ კარაქი, 1 ს.კ. ფქვილი, 2 ს.კ. ზეთი, 1/3 ჩ.კ. დაფქული ჯავზი, პილპილი და მარილი - გემოვნებით.

მომზადება: ყაბაყი დავჭრათ 0.5 სმ ნაჭრებად, თუნუქის ფურცელს წავუსვათ ზეთი, მოვათავსოთ ყაბაყის ნაჭრები და 10 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაბრაწვამდე. გამოსაცხობ ფორმას (28X18 სმ) წავუსვათ ცოტა კარაქი და დავაწყოთ გამომცხვარი ყაბაყის ნახევარი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავაწყოთ დაჭრილი პამიდორი.

მოვამზადოთ სოუსი ბეშამელი – კარაქი დავადნოთ, ჩავყაროთ ფქვილი და 1 წუთი ვშუშოთ, დავასხათ რძე, დავაყაროთ მარილი, წიწაკა, ჯავზი და ვხარშოთ, სანამ არაჟნის კონსისტენციის არ გახდება. სოუსს ხარშვისას გამუდმებით უნდა ვურიოთ. 

ყაბაყისა და პამიდვრის ფენებს მოვასხათ სოუსის ნაწილი, დავაყაროთ გახეხილი ყველი, შემდეგ ისევ ყაბაყი, მოვაყაროთ სანელებლები და დარჩენილი ყველი, შემდეგ კვლავ სოუსი მოვასხათ და შევდგათ წინასწარ 180 გრდუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით, სანამ არ დაიბრაწება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული