Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხახვი ბალზამიკოში

საჭირო მასალა: 350 გ პატარა ზომის ხახვი, 1-2 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. თეთრი, ან 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი, 200 მლ ბალზამირებული ძმარი, 100 მლ წითელი ღვინო, 50 მლ წყალი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: გაუფცქვნელი ხახვი მოვათავსოთ წყალში და 7 წუთის განმავლობაში ვადუღოთ, შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და გავფცქვნათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და გაფცქვნილი ხახვები 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, დავუმატოთ შაქარი და თაფლი და მზადება დაბალ ცეცხლზე განვაგრძოთ. როცა კარამელიზაცია დაიწყება, ხახვს დავასხათ ღვინო, წყალი და ძმარი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ჭურჭელს დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცლხზე 20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. მზა ხახვი მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში, დავასხათ თავისივე ცხელ-ცხელი წვენი, გავუკეთოთ საფარებლები და საფარებლით ქვემოთ დავდგათ, სანამ არ გაგრილდება. ასე მომზადებული ხახვი შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა სალათას, მოშუშულ ბოსტნეულს, მიირთვათ გახუხულ პურთან, გრილზე შემწვარ სოკოსთან, ყველთან ან პამიდვრის ჩირთან ერთად.

 © ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული