Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტაფილოს კექსი

საჭირო მასალა: ცომისთვის - 150 გ სტაფილო, 225 გ ფქვილი, 2-3 კვერცხი, 100 გ ყავისფერი შაქარი, 175 გ ზეთი, 1/4 ჩ.კ. 1 მწიკვი მარილი, 1/4 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი, 1 ჩ.კ. დაფქული ილი, 1 ლიმონის ცედრა, 50 გ გარჩეული უმარილო ფსტა, 50 გ წვრილად დაჭრილი ჭერმის ჩირი. დაშაქრული სტაფილოსთვის – 75 გ სტაფილო, 75 გ შაქარი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, 2 ს.კ. წყალი. მინანქრისთვის – 100 გ ნაღების ყველი, 250 გ შაქრის პუდრა, 1-2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 მწიკვი ვანილი.

მომზადება: ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. საცხობ ფორმაში ჩავფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი. სტაფილო გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ზეთი, შაქარი და კვერცხი მანამ ვთქვიფოთ, სანამ თეთრ მასას არ მივიღებთ. დავუმატოთ ფქვილი, მარილი, საცხობი ფხვნილი, ილი, ლიმონის ცედრა და ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. დავუმატოთ გახეხილი სტაფილო, ფსტა, ჭერმის ჩირი და გადავიტანოთ მომზადებულ ფორმაში. ვაცხოთ 20-30 წუთის განმავლობაში. მზა ნამცხვარი გასაგრილებლად გადავიტანოთ ბადეზე.

შაქრის პუდრა და ნაღების ყველი მიქსერით ავთქვიფოთ, დავუმატოთ ლიმონის წვენი და ვანილი. წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო, ლიმონის წვენი და შაქარი მოვათავსოთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ ცეცხლს ავუწიოთ და 5 წუთი ვხარშოთ. თან ვურიოთ, რომ არ მიიწვას. კექსს წავუსვათ მინანქარი და მოვრთოთ კარამელიზებული სტაფილოთი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული