Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სალათა“დრაკონი”

საჭირო მასალა: 2 ცალი გახეხილი სტაფილო 1 მოზრდილი გახეხილი ჭარხალი, 2 ს.კ. კორეული სანელებელი, 3 კვერცხი, 3 ცალი კარტოფილი, 1 დამარინადებული ქაშაყის ან სხვა მსგავსი ტიპის თევზის ფილე, 200 გ დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 250 მლ მაიონეზი, 1-2 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ს.კ. ძმარი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით, 1 პამიდორი და წითელი წიწაკა – მოსართავად.

მომზადება: სტაფილო და ჭარხალი მსხვილად გავხეხოთ, მოვათავსოთ სხვადასხვა ჭურჭელში. თითოეულს მოვაყაროთ კორეული სანელებელი, გავუწყოთ მარილი, დავასხათ თითო სუფრის კოვზი ძმარი და მთელი ღამით გავაჩეროთ, რომ არომატი გაუჯდეს. მეორე დღეს  ორივე მათგანი 3-5 წუთით მოვათავსოთ გახურებულ ღუმელში, რომ დარბილდეს (ფერ არ უნდა შეიცვალოს!). მოვხარშოთ კარტოფილი და კვერცხი. ქაშაყს გავაცალოთ ფხები და დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ სოიის სოუსი და 2-3 საათით დავდგათ. ამის შემდეგ შეგვიძლია ავაწყოთ დრაკონი - დიდ თეფშზე დრაკონის ფორმით მოვათავსოთ სტაფილო და ცოტა მაიონეზი, დრაკონის თავის ადგილას დავდოთ წითელი ბულგარული წიწაკა, რაც დრაკონის ხახას წარმოადგენს. მეორე ფენად მოვაყაროთ მოხარშული, გახეხილი კვერცხი, შემდეგ ქაშაყის ნაჭრები, გახეხილი მოხარშული კარტოფილი და ჭარხალი. სალათას ფენა-ფენა წავუსვათ მაიონეზი. დრაკონის ფეხები გამოვჭრათ პამიდვრისაგან, ზემოდან კი მწვანე ბარდა მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული