Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სალათა “ჩიტის ბუდე”


საჭირო მასალა: 2 კიტრი, 3-4 ცალი კარტოფილი, 2 ცალი ხახვი, 4 ცალი სტაფილო, 5-6 ცალი კვერცხი, მოხარშული ქათმის ხორცი, 250 მლ. მაიონეზი, 1 კონა კამა, 2 კბილი ნიორი, მარილი და პილიპილი – გემოვნებით.
მომზადება: კარტოფილი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გავხეხოთ ან სიგრძეზე თხლად დავჭრათ. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. ღრმა ტაფაში ჩავასხათ ბლომად ზეთი და როცა გახურდება, თანამიმდევრობით შევწვათ შიგ კარტიფილი, სტაფილო და ხახვი, შემდეგ ბოსტნეული გადმოვიღოთ საშრობ ქაღალდზე ან საწურზე, რომ ზედმეტი ცხიმი გაუვიდეს. ამასობაში ხელით ავჩეჩოთ მოხარშული ქათმის ხორცი, შევურიოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კიტრი, დაჭყლეტილი ნიორი და მოხარშული კვერცხის ცილა, შევაზავოთ მაიონეზითა და სანელებლებით. კვერცხის გული ავზილოთ წვრილად დაჭრილ კამასთან და მაიონზთან ერთად და გავაკეთოთ პატარა კვერცხის ფორმის ბურთულები. ლანგარზე დავდოთ ჯერ კიტრისა და ხორცის სალათა, ზედ მოვათავსოთ შემწვარი ბოსტნეული და მივცეთ ბუდის ფორმა, შიგნით კი ჩავაწყოთ მაიონეზისა და კვერცხის გულისგან მომზადებული კვერცხები.


© ღვინის კლუბი/“Weekend“
 



იქნებ ამიხსნათ, რატომ იქცა "ცერეცო" "კამად". ეს ხომ ორი სრულებით სხვადასხვა მწვანილია - ყველა რეცეპტში ცერეცო კამად მოიხსენება, რაც ერთის მხრივ დამაბნეველია, მეორეც - არასწორია. ეგებ გაითვალისწინოთ ეს საკითხი.


მაგაზე დიდი დავა იყო ატეხილი ჩვენს ფორუმზე :)

http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=342&hl=ცერეცო



ჰოდა, რადგან ვერ გავარკვიეთ ცერეცოს რას ეძახით, მაშინ ერთი გამოსავალი არსებობს - რეცეპტებში, სადაც კამას წერენ და ცერეცოს გულისხმობენ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, იმერლებისთვის ფრჩხილებში მიგვინიშნეთ, რომ ცერეცოა :))))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული