Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი კამითა და სტაფილოთი

საჭირო მასალა: 600 გ ახალი სტაფილო, 1 კონა კამა, 1 თავი ხახვი, 2 ს.კ. ზეთი, 2 ნაჭერი ქათმის ფილე (თითო 120 გ), 1 ს.კ. კარაქი, 2 ს.კ. შაქარი, 150 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: სტაფილო გავთალოთ. კამა და ხახვი წვრილად დავჭრათ. ქათმის ფილეს  მარილი და წიწაკა მოვაყაროთ და გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ. ტაფაში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ხახვი და სტაფილო.  როცა დარბილდება, დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ტაფაში ჩავაწყოთ ქათმის ხორცის ნაჭრებიც, დავახუროთ სახურავი და საშუალო ტემპერატურაზე 15-20 წუთი ვშუშოთ. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და მოვასხათ ლიმონის წვენი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.