Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

მოხარშული ბარდა იტალიურად

საჭირო მასალა:2 ჭიქა მშრალი ბარდა, 1 თავი ხახვი, 1-2 ცალი სტაფილო, 2-3 ძირი ნიახური, 2 კბილი ნიორი, 2 ტოტი გამშრალი რეჰანი, 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1-2 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ბარდა დავალბოთ წყალში და 4-5- საათის შემდეგ გადავწუროთ და გავავლოთ წყალი. დანარჩენი ბოსტნეული დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ ბარდა, რეჰანი, დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ დაფაროს ბოსტნეული და დაბალ ცეცხლზე დავდგათ მოსახარშად. შიგადაშიგ ქვაბს ამოვურიოთ და თუ წყალი დააშრა, დავამატოთ. მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევანელოთ მარილით, წიწაკითა და ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ. სუფრასთან მიტანის წინ ბარდას მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123