Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კურდღელი პროვანსულად

საჭირო მასალა: 100 გ წითელი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ტოტი როზმარინი, 1 კურდღელი (1,5 კგ), 3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2,5 ს.კ. ფქვილი, 0,5 ლ მშრალი ვარდისფერი ღვინო, 1 ქილა დაკონსერვებული არტიშოკი (425 გ), 200 გ პამიდორი ჩერი, 1 კონა პრასი, 5-6 ღერი (ნედლი ან ხმელი) ბეგქონდარა, 800 გ მოხარშული კარტოფილი.

მომზადება: ხახვი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ნიორი და როზმარინი დავკეპოთ. კურდღელი გავრეცხოთ და გავამშრალოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დიდ ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი, ზედ მოვათავსოთ დაჭრილი კურდღელი და ყველა მხრიდან მაღალ ტემპერატურაზე შევბრაწოთ. დავუმატოთ ნიორი და დაჭრილი ხახვის ნახევარი. 2-3 წუთში დავაყაროთ ფქვილი და ამოვურიოთ. დავასხათ 200 მლ წყალი და ღვინო, დავაყაროთ როზმარინი და წამოვადუღოთ. შემდეგ ტაფას დავახუროთ სახურავი, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დაახლოებით 1,5 სათის განმავლობაში ვშუშოთ, სანამ ხორცი ძვლებს ადვილად არ მოშორდება. არტიშოკი გადავწუროთ და თითოეული ოთხად გავჭრათ. პრასი საშუალო ზომაზე დავჭრათ. კურდღლის მომზადებამდე დაახლოებით 45 წუთით ადრე პამიდვრები, არტიშოკი და პრასი კურდღელს შემოვუწყოთ და განვაგრძოთ მზადება. კარტოფილი მსხვილად დავჭრათ. ტაფაზე ზეთი გავაცხელოთ და შევბრაწოთ დაჭრილი კარტოფილი. დავუმატოთ დარჩენილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ბეგქონდარა და ერთად მოვშუშოთ. კარტოფილი კურდღელთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული