Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომბოსტოს სამარხვო ღვეზელი

საჭირო მასალა: ცომისათვის – 7 გ მშრალი საფუარი, 1 ჭიქა წყალი, 1 ჩ.კ. შაქარი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 3-5 ს.კ. ზეთი, 400-450 გ ფქვილი. გულსართისთვის - 1 კგ კომბოსტო, 2 ცალი სტაფილო, 2 ჩ.კ. ტომატ-პასტა, 2-3 ს.კ. ზეთი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით.  

მომზადება: ფქვილში ავურიოთ საფუარი. თბილ წყალში გავხსნათ შაქარი და მარილი, დავასხათ ფქვილს და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ცომი. დავდგათ, რომ აფუვდეს. ერთხელ ჩავზილოთ და დავაცადოთ, რომ კიდევ ამოფუვდეს. კომბოსტო დავკეპოთ, დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და მოვათავსოთ ღრმა, სქელძირიან ტაფაში. დავასხათ 1 ყავის ჭიქა წყალი, მოვაყაროთ მარილი და დავახუროთ სახურავი. 20 წუთის შემდეგ, როდესაც წყალი დაშრება, დავუმატოთ ტომატ-პასტა, ზეთი, პილპილი და 10 წუთი კიდევ თავდახურული ვშუშოთ. ცომი დავყოთ პატარა გუნდებად. თიითოეულში მოვათავსოთ გულსართი, შევკრათ, ოდნავ გავაბრტყელოთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული