გამოქვეყნებულია: 25 ოქტომბერი, 2010 - 13:51

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 2 ს.კ. ზეთი, 500 გ. საქონლის ხორცის ფარში, 1 კგ. კარტოფილი, 300 მლ. 22%-იანი ნაღები, 100 გ. არაჟანი, 1 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი.
მოზადება: ხახვი დავჭრათ წვრილად და ზეთში ნახევრად მოვშუშოთ, დავუმატოთ ფარში. როდესაც ფარში მოიშუშება, შევანელოთ მარილითა და პილპილით. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ ძალიან თხლად. ფორმას წავუსვათ ცხიმი და ზედ ერთ ფენად მოვათავსოთ კარტოფილის 1/3 ნაწილი, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ცოტა ნაღები და ზედ დავაყაროთ ფარშის ნახევარი, მეორე ფენა ასევე გავიმეოროთ, ოღონდ ნაღებს ავურიოთ არაჟანი, ბოლოს კვლავ კარტოფილი დავაწყოთ, დავაყაროთ მარილი, თანაბრად მოვასხათ ცოტა ნაღები და შევდგათ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე შესაწვავად. თუ ზედა ფენა დროზე ადრე შეიწვება, გადავაფაროთ ფოლგა და ისე გავაგრძელოთ შეწვა.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
el.ghumelshi, zeda/qveda 150
ავტორი: Anonymous - 01/01/2011
el.ghumelshi, zeda/qveda 150 gr. 1 saati + 175 20 min. (ukacravad englisuri shriftistvis)
- reply
nagebi sheizleba maionezit
ავტორი: tamuna - 07/03/2011
nagebi sheizleba maionezit rom shevcvalo an marto arazhnit?
- reply
მაიონეზით შეცვლა ეს უფრო
ავტორი: keti adeishvili - 08/03/2011
მაიონეზით შეცვლა ეს უფრო გემოვნების საკითხია. ამ შემთხვევაში უფრო მძიმე იქნება კერძი. არაჟნით შეცვლა კი, სავსებით მიზანშეწონილია. შეგიძლიათ სქელი არაჟანი ცოტა რძიტაც გაათხელოთ.
- reply










