Home
ქართული | English
სექტემბერი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

მულტიმედია

კომენტარები

გოგრისა და ხახვის სალათა

საჭირო მასალა: 1 კგ გოგრა, 4 ცალი წითელი ხახვი, 5 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ს.კ. თაფლი, 4 ს.კ. ზეთი, 150 გ რუკოლა, 60 გ ბეკონი, 4 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, 50 გ ზეთისხილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: გოგრა გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და საშუალო ზომის მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. 1 თავი ხახვი წვრილად დავჭრათ. ავურიოთ თაფლი, სოიის სოუსი, 2 ს.კ. ზეთი, მარილი და პილპილი. მარინადი დავასხათ დაჭრილ გოგრას, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ვაცხოთ. დავჭრათ დანარჩენი ხახვი. გავრეცხოთ და გავამშრალოთ რუკოლა. გამომცხვარი გოგრა გავაგრილოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავყაროთ დაჭრილი ბეკონი და შევბრაწოთ. ბეკონი ამოვიღოთ და ამავე ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვის ნახევარი. დავასხათ 6 ს.კ. ცხელი წყალი და ძმარი. ამოვურიოთ და დავუმატოთ ცოტა მარილი. ყველა ინგრედიენტი კარგად ავურიოთ და ისე მივირთვათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.