გამოქვეყნებულია: 10 ივნისი, 2010 - 12:36
საჭირო მასალა: 400 გ. ფენოვანი ცომი, 300 გ. ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 4 ს.კ. არაჟანი, 100 გ. ყველი, 1 კვერცხი.
ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ 8 ნაწილად. 4 ცალს ამოვაჭრათ გულის ფორმის ნაჭრები. 4 მთელი და 4 გულამოჭრილი ნაჭერი მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში. ვაცხოთ 20-25 წუთის განმავლობაში. სანამ ცომი გამოცხვება, სოკო დავჭრათ ზეთში მოვშუშოთ ხახვთან ერთად, დავუმატოთ არაჟანი და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. მთელ ნაჭრებზე გადავანაწილოთ გულსართი, მოვაყაროთ გახეხილიყველი,ზემოდან დავაწყოთ გულამოჭრილი ნაჭრები, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული და კიდევ 5-7 წუთით შევდგათ ღუმელში.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თქვენი კომენტარი