Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დაკეპილი ხორცის ბურთულები მაროკოულად

საჭირო მასალა: 2 კბილი ნიორი, 2 თავი ხახვი, 1 კონა ოხრახუში, 4 ღერი პიტნა, 100 გ ლეღვის ჩირი, 250 გ გატარებული საქონლის ხორცი, 30 გ ნუშის ფანტელი, 1 ცალი კვერცხი, 2 ს.კ. საფანელი, 2/3 ს.კ. სანელებელი ჰარისა ან წითელი აჯიკა, 2 ს.კ. ზეთი, 1 ქილა თავის წვენში დაკონსერვებული პამიდორი, მწიკვი შაქარი, 1 სავსე ჩ.კ. ძირა, ყვითელი კოჭა,  მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ნიორი წვრილად, ხახვი კი ალყა-ალყა დავჭრათ. პიტნა და ოხრახუში წვრილად დავკეპოთ. ასევე წვრილად დავჭრათ ლეღვის ჩირი. ხორცის ფარში, ნუში, კვერცხი, საფანელი, ნიორი, მწვანილი, ლეღვის ჩირი, მარილი და 1 ჩ.კ. ჰარისა კარგად ავურიოთ. ფარშისგან კაკლისოდენა ბურთულები გავაკეთოთ და გახურებულ ზეთში 5-6 წუთის განმავლობაში შევწვათ. ხორცის ბურთულები თბილად შევინახოთ, ტაფაში ჩავამატოთ ხახვი და 2 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ პამიდორი, მარილი, შაქარი, ძირა, ყვითელი კოჭა, დანარჩენი ჰარისა და 10 წუთი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. ბოლოს ჩავამატოთ შემწვარი ხორცის ბურთულები.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული