Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბლინები ისპანახით

საჭირო მასალა: ბლინებისთვის– 2 ჭიქა კეფირი ან მაწონი, 400 მლ. მდუღარე წყალი, 2-3 ს.კ. ზეთი, 3 ცალი კვერცხი, 1/3 ჩ.კ. სოდა,  150-200 გ. ფქვილი, ¼ ჩ.კ. მარილი.

გულსართისთვის: 600 გ. მოხარშული ისპანახი, 4 თავი ხახვი, 1 კონა ქინძი, 2 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი, ზეთი – ხახვის მოსაშუშად, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: კვერცხი და მარილი გავთქვიფოთ, დავუმატოთ სოდაარეული მაწონი, მდუღარე წყალი და ვთქვიფოთ, შემდეგ შევურიოთ ზეთი, ფქვილი გახურებულ ტაფაზე გამოვაცხოთ თხელი ბლინები.   მოხარშული ისპანახი დავჭრათ, შევურიოთ ზეთში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი და ყვითელი ყვავილი, მარილი და მწვანილი. ისპანახი მოვათავსოთ ბლინებში და შევახვიოთ. ასე მომზადებული ბლინები შეგვიძლია  მივირთვათ  შემწვარ მდგომარეობაშიც.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული