Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბელგიური გულიაში

საჭირო მასალა: 1 კგ ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 კგ საქონლის რბილი ხორცი, 3 ს.კ. ერბო, 300 მლ ბელგიური ლუდი, 2-3 ს.კ. შაქარი, 100 გ რუხი პური, 2 ს.კ. ცხარე მდოგვი, 1 კგ ნახევრად მოხარშული კარტოფილი, ზეთი – ფრიტიურისთვის, 2-3 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, მსხვილი მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი და ნიორი გავფცქვნათ. ნიორი დავკეპოთ, ხახვი საშუალო ზომაზე დავჭრათ. ხორცი პატარა ნაჭრებად დავჭრათ და 2-3 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე გაცხელებულ ერბოში შევბრაწოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავუმატოთ ნიორი და ხახვი. 5 წუთის შუშვის შემდეგ დავასხათ ლუდი და 500 მლ წყალი. ვადუღოთ  5 წუთი. დავაყაროთ შაქარი, მარილი და პილპილი. პურს წავუსვათ მდოგვი და მდოგვის მხრიდან დავადოთ გულიაშს. დავახუროთ სახურავი და დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ მომზადებამდე. კარტოფილი დავჭრათ და ბლომად ზეთში (ფრიტიურში) შევწვათ, გადავიტანოთ საშრობ ქაღალდზე და მოვაყაროთ მარილი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული