Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინური სალათა მინისებური ატრიით

საჭირო მასალა: 220 გ საქონლის ფარში, 320 გ მინისებური (ბრინჯის) ატრია, 2 ცალი პამიდორი, 1 თავი ხახვი, 1 მწვანე წიწაკა, 1 ჭიქა დაკეპილი ქინძი, 2 კბილი ნიორი, 4 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ს.კ. ლიმონის ძმარი, 2 მწიკვი ჩილი, 1 კიტრი, 0.5 ჭიქა ზეთი, მარილი, პილპილი, ძირა გემოვნებით.

მომზადება: ატრია მოხარშეთ მდუღარე წყალში 10 წუთის განმავლობაში და გადაავლეთ ცივი წყალი. თასში მოათავსეთ დაჭრილი სტაფილო, თესლებამოცლილი მწვანე წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი, დაუმატეთ სოიის სოუსი, ჩილი, ლიმონის ძმარი, კარგად აურიეთ, თავსახური დააფარეთ და მოათავსეთ მაცივარში. ტაფაზე დაჭრილ ხახვთან ერთად ზეთში მოშუშეთ ფარში, დაუმატეთ ძირა, მარილი და პილპილი. ვშუშოთ 5-8 წუთი, შემდეგ დავუმატოთ 1 ცალი დაჭრილი პამიდორი, 0.5 ჭიქა ქინძი. მოზრდილ თასში ავურიოთ ყველა ინგრედიენტი, წვრილად დაჭრილი 1 პამიდორი, დარჩენილი ქინძი, თხლად დაჭრილი კიტრი, მოხარშული ატრია, ბოსტნეულის მასა, ფარშიანი მასა, მოვაყაროთ მარილი და მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.