გამოქვეყნებულია: 25 თებერვალი, 2010 - 20:03
შემადგენლობა:
ნახევარი კილო ყვითელი კარტოფილი
1 საშუალო ზომის გაფცქვნილი ჭარხალი
ნახევარი კონა ოხრახუშის ძირი
1 საშუალო ზომის ხახვი, გაფრცქვნილი
1 მოზრდილი კვერცხი
1 ჩაის კოვზი მარილი
ახალი დაფქვილი შავი წიწაკა
ბოსტნეულის ზეთი შესაწვავად
ვაშლის სოუსი ან მომჟავო არაჟანი
მომზადების წესი:
1. წვრილ ნაჭრებად დაჭერით კარტოფილი, ჭარხალი, ოხრახუშის ძირები და ხახვი. გამოწურეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე და ნაჭრები მოათავსეთ განიერ ჯამში. დაუმატეთ კვერცხი და სანელებლები მარილთან და წიწაკასთან ერთად. აურიეთ კარგად.
2. 36 სანტმეტრიანი დიამეტრის ტაფა, რომელიც პრდუქტს არ იწვავს, შემოდგით საშუალო ცეცხლზე და დაასხით ზეთი, ისე, რომ ტაფის ძირი ბოლომდე დაიფაროს. აიღეთ ერთი მუჭი მომზადებული მასა და ცხელი ტაფის ფსკერზე ხელის გულით დააბრტყელეთ. გაიმეორეთ იგივე მოქმედება, სანამ ტაფა ბოლომდე არ გაივსება. შეწვით და გადააბრუნეთ მაშინ, როცა შეოქროსფრდება. ერთ გვერდზე გაჩერება, დაახლოებით, 3 წუთით დასჭირდება (ამ დროს ცეცხლი ისეთი სიძლიერისა არ უნდა იყოს, რომ ბოსტნეულის ფირფიტები დაიწვას). შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და შეინახეთ თბილად. ზუსტად ასევე მოამზადეთ ბოსტნეულის დარჩენილი ნარევიც და მიირთვით ვაშლის სოუსთან ან არაჟანთან ერთად.
მომზადების ხანგრძლივობა: 25 წუთი, 4 ულუფა.
© New York Times News/ გაზეთი “იბერია”
თემა:
თქვენი კომენტარი