Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამომცხვარი ცუკინი

 

მასალა:
1 მოზრდილი ცუკინი
1 ხახვი
250 გ ძროხის ხორცის ფარში
2 ს/კ საფანელი
კვერცხი
მარილი, წიწაკა, პაპრიკა
2-3 მოზრდილი ხორციანი პამიდორი
რამოდენიმე ღერი კამა, ორეგანო, რეჰანი
1ძირი ოხრახუში
1 ს/კ კონცენტრირებული ტომატ-პასტა
2 ს/კ პარმეზანი


მომზადება:
ცუკინი გავრეცხოთ, გულია მოვაცალოთ და ამოცოლილი გული წვრილად დავკეპოთ. წვრილად დავჭრათ ხახვი და მისი ნახევარი კარგად ავურიოთ ხორცის ფარშთან, კვერცხთან და საფანელთან ერთად. ცუკინის დაკეპილი გული ორად გავყოთ და ერთიი ნაწილი შევურიოთ ფარშს, გავუწყოთ მარილი, მწარე და ტკბილი წიწაკა (პაპრიკა). გულამოცლილი ცუკინები დავტენოთ ამ ფარშით. კანგაცლილი პამიდორი წვრილად დავჭრათ და ჩავყაროთ ცეცხლგამძე მინის ან ფაიფურის ფორმაში, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და დავასხათ მარილით და წიწაკით გაწყობილი ტომატ-პასტა. შესაწვავად მომზადებულ ფარშირებულ ცუკინებს მოვაყაროთ პარმეზანი, ჩავაწყოთ მომზადებულ ფორმაში და ღუმელში გამოვაცხოთ.


© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.