Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბულგარული სალათი პამიდორით და კიტრით

პროდუქტები:

4 პამიდორი
1 კიტრი
3 წითელი და 1 ყვითელი ტკბილი წიწაკა
1 ხახვი
150 გ. ბრინზა
4 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
რამოდენიმე ცალი უკურკო ზეთისხილი
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
 
მომზადება:
 
წიწაკები გავრეცხოთ, გავაშროთ და უცხიმოდ შევწვათ ღუმელში, სანამ კანი არ შეიბრაწება, შემდეგ ჩავდოთ ქვაბში, დავახუროთ საფარებელი და თბილად შევინახოთ. კიტრი დავჭრათ, ამოვაცალოთ თესლები და ჩავყაროთ ჯამში, დავუმატოთ 4-6 ნაჭრად დაჭრილი   პამიდორი, ზეთისხილი, ალყა-ალყა დაჭრილი მდუღარეგადავლებული ხახვი და სიგრძეზე დაჭრილი შემწვარი ტკბილი წიწაკა. ზეითუნის ზეთში კარგად ავურიოთ ძმარი, მარილი, შავი პილპილი და მოვასხათ სალათს. სალათი გადმოვიღოთ ლანგარზე და მოვაყაროთ ბრინზა.
 
© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული