Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

“თელიანი ველმა” ექსპორტი დუბაიში დაიწყო

ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია “თელიანი ველმა” პროდუქციის ექსპორტი დუბაიში დაიწყო. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, დუბაიში უკვე გაიგზავნა 6 ათასი ბოთლი, ხოლო პროდუქციის შემდგომი მიწოდება ბაზრის მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.
 
გარდა ამისა, წელს კომპანიამ ექსპორტი დაიწყო სინგაპურში, სადაც 45 ათასი ბოთლი უკვე გაიგზავნა. კომპანიას ექსპორტზე გააქვს თითქმის ყველა წამყვანი დასახელების ღვინო, მათ შორის “წინანდალი”, “ხვანჭკარა”, “ქინძმარაული” და “საფერავი”. ცნობისთვის: კომპანია “თელიანი ველი” 1997 წელს დაარსდა და იგი აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ღვინოებს, შამპანურს და ასევე კონიაკს.
 
რადიო “კომერსანტი”
 

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234