Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხეკი ზაფრანითა და ნუშით

საჭირო  მასალა: 1,5 კგ ხეკი (მერლუზა), 1 თავი ხახვი, ზაფრანა – დანის წვერით, 1-2 ჩ.კ. ხმელი რეჰანი, 1 კვერცხი, 1 ჭიქა ფქვილი, მარილი, 1 ჭიქა ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, მოხალული და კანგაცლილი ნუში – მოსართავად.

მომზადება: თევზი დავჭრათ ნაჭრებად, ცალკე გადავდოთ თავი. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და ქვაბში გაცხელებულ ზეთში მოვშუშოთ. დავასხათ წყალი, 4 ს.კ. ზეთი, მარილი და შიგ ჩავდოთ თევზის თავი. 40 წუთის შემდეგ ცეცხლი ჩავაქროთ და ცოტა ხანს გავაჩეროთ. ამასობაში თევზის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ ფქვილში და გაცხელებულ ზეთში შევწვათ. თევზს ტაფიდან რომ ამოვიღებთ, იმავე ცხიმში მოვშუშოთ ზაფრანა, სანამ არ გაოქროსფრდება. დავაყაროთ 1 ს.კ. ფქვილი და როდესაც მოიშუშება, დავასხათ 3 ჭიქა თევზის ბულიონი. ვურიოთ და ვხარშოთ, სანამ არ შესქელდება. თუ ძალიან გასქელდა, ბულიონი კიდევ დავუმატოთ. სოუსში ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები, დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი გავაჩეროთ. სუფრაზე გატანის წინ კერძი მოვრთოთ მოხალული ნუშითა და რეჰანით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული