Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვირთევზა პროვანსულად

საჭირო მასალა: 600 გ ვირთევზა, 600 გ კარტოფილი, 100 მლ რძე, 3 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 კონა ქონდარი და ოხრახუში, 2 კბილი ნიორი, 100 გ სქელი არაჟანი, 150 მლ ზეითუნის ზეთი, 50 გ უკურკო ზეთისხილი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ვირთევზა 1 საათით მოვათავსოთ გამდინარე წყლის ქვეშ. კარტოფილი კანიანად ჩავყაროთ ქვაბში და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გავაცალოთ კანი და ჩანგლით დავსრისოთ. თევზი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. დიდ ქვაბში ჩავასხათ რძე, დავამატოთ პროვანსული სანელებლები და წამოვადუღოთ. მდუღარე რძეში ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები და 7-8 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ და დავჭყლიტოთ. ქვაბში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი და არაჟანი, ჩავაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი, პილპილი და მივიყვანოთ მოდუღებამდე, შევურიოთ კარტოფილი, თევზი და მოვურიოთ. ჩავუწიოთ ცეცლხს და ამოვურიოთ ხოლმე. როცა მასა კარგად მოიხარშება, გადავიტანოთ ფორმაში, მოვაყაროთ ზეთისხილი და შევდგათ ღუმელში მანამ, სანამ ოქროსფერს ქერქს არ გაიკეთებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული







StatCounter - Free Web Tracker and Counter