Home
ქართული | English
აპრილი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

მულტიმედია

კომენტარები

რიზოტო შებოლილი ორაგულით

საჭირო მასალა: 100 გ შებოლილი ორაგულის ნაჭერი, 0,5 ლიმონი, 700 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 2 პატარა ხახვი, 1 ს.კ. ერბო, 250 გ რიზოტოს ბრინჯი, 300 მლ შამპანური, გახეხილი პარმეზანი, მწვანე ხახვი – მოსაყრელად, მარილი, პილპილი – გემოვნებით, ცოტა ზეითუნის ზეთი.

მომზადება: ორაგული თხლად დავჭრათ, დავაწუროთ ლიმონი და მოვასხათ ზეთი. ბულიონი შევათბოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ. სქელძირიან ქვაბში გავადნოთ ერბო, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 1-2 წუთი ვშუშოთ, სანამ გამჭვირვალე არ გახდება, დავასხათ 100 მლ შამპანური, ჩავუმატოთ ბრინჯი და ვაცადოთ ადუღება. შემდეგ მონაცვლეობით ვასხათ ბულიონი და შამპანური. ვადუღოთ დაბალ ტემპერატურაზე, სანამ ბრინჯი არ მომზადდება. ბრინჯს შევურიოთ გახეხილი პარმეზანი, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ბრინჯი ორაგულსა და მწვანე ხახვთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული