Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორაგული ფენოვან ცომში

საჭირო მასალა: 450 გ ფენოვანი ცომი, 1 კვერცხის გული + 1 ს.კ. რძე,  0,5 ლიმონი, 800 გ ორაგულის ფილე, 2 ს.კ. ფქვილი, 200 გ სქელი ნაღები, 2 ს.კ. კარაქი, 1 ს.კ. ბოსტნეულის ბულიონი, 300 მლ წყალი, 1 კონა  კამა, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: თევზის ფილე გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და შევამშრალოთ. მოვასხათ ლიმონის წვენი. ფენოვანი ცომი მართკუთხედად გავაბრტყელოთ ისე, რომ მასში შეიძლებოდეს თევზის გახვევა. ცომზე მოვათავსოთ თევზის ნაჭერი, გადავახვიოთ და კარგად შევკრათ. ზემოდან წავუსვათ გათქვეფილ კვერცხში არეული რძე. ღვეზელი გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. მოვამზადოთ სოუსი:  ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავუმატოთ 2 ს.კ ფქვილი და 1 წუთი ვშუშოთ, სანამ არ გაოქროსფრდება. დავასხათ 300 მლ წყალი, ნაღები და ბოსტნეულის ბულიონი და 5 წუთი ვადუღოთ. წვრილად დავჭრათ კამა და შევურიოთ სოუსს. გამომცხვარი ღვეზელი დავჭრათ და მოვასხათ სოუსი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული