Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორაგული ცივ მარინადში

საჭირო მასალა: 700-800 გ ორაგულის ფილე, 1 ჩ.კ. მარილი, დაფქული თეთრი პილპილი, 1 დიდი ლიმონის წვენი, ზეთი შესაწვავად.

მარინადისათვის – 2 ფორთოხალი, 3-4 მწვანე ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 1 კონა კამა, 50 მლ ზეთი, 50 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 50 მლ ძმარი, 0.5 ჩ.კ. თაფლი, თეთრი პილპილი, 1 ჩ.კ. მარილი.

მომზადება: თევზი გავასუფთაოთ, დავასხათ ლიმონის წვენი და გავაჩეროთ 10 წუთი. მარინადი – გამოვწუროთ ფორთოხალი, გავხეხოთ ცედრა, დავკეპოთ კამა, ხახვი და ნიორი, თხლად დავჭრათ ბულგარული წიწაკა და ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს. თევზი ამოვიღოთ ლიმნის წვენიდან, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან. შემწვარ თევზს დავასხათ ცივი მარინადი და 5 საათით ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული