Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

მდინარის თევზის წვნიანი

საჭირო მასალა:1,5 კგ. სხვადასხვა სახეობის მდინარის თევზი, 4 ს.კ. ზეთი, 300 გ ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 1 ს.კ. ტკბილი წითელი წიწაკის ფხვნილი (პაპრიკა), 100 მლ. პომიდვრის პასტა, 3 კბილი ნიორი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, კამა, ოხრახუში, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ გახეხილი სტაფილო, ტკბილი წიწაკა, 100 მლ წყალში პომიდვრის პასტა და 10 წუთი ვხარშოთ, შემდეგ შევურიოთ თევზი, დაფნის ფოთოლი, 1,5 ლ წყალი, გავუწყოთ მარილი და დავდგათ 30 წუთით ცეცხლზე. როდესაც წვნიანი მოიხარშება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული