Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კობრი ფრანგულად

საჭირო მასალა: 1 კგ მოხარშული კარტოფილი, 5 თავი ხახვი, 2-3 ღერი დაჭრილი მწვანე ხახვი,  1 პატარა წითელი ტკბილი წიწაკა, 2-3 ღერი პრასი, 1 კბილი ნიორი, 0,5 ს.კ. მარილი, 3 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი, 8 ს.კ. მზესუმზირის ზეთი,  1 ცალი მოზრდილი (1,2 კგ)  შესაწვავად გამზადებული კობრი, 2 ს.კ. ფქვილი, 250 გ ქამა სოკო, 20 გ კარაქი, 1 პატარა კონა ოხრახუში, მარილი, პილპილი  - გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი საშუალო ზომის ნაჭრებად, წიწაკა – თხელ რგოლებად, ხოლო 1 თავი ხახვი - წვრილად დავჭრათ. ნიორი დავნაყოთ. მარილი, პილპილი, პრასი, ნიორი და ძმარი ავურიოთ, დავუმატოთ 6 ს.კ. ზეთი, კარტოფილი, ხახვი და წიწაკა. თევზს შიგნიდან და გარედან წავუსვათ ზეთი, მარილი და პილპილი. ამოვავლოთ ფქვილში და შევდგათ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35 წუთით. შიგადაშიგ თევზს მოვასხათ შეწვისას გამოყოფილი მისივე წვენი. დარჩენილი ხახვი წვრილად დავჭრათ. სოკოები ორად ან ოთხად გავჭრათ. ოხრახუში წვრილად დავკეპოთ. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავუმატოთ ხახვი და 2-3 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ. დავუმატოთ სოკო და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ, დავაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. თევზი სუფრაზე სოკოსთან და კარტოფილის სალათასთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული