Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალმახის ფილე პირშუშხათი

საჭირო მასალა: 600 გ პრასი, 1 კონა მწვანე ხახვი, 60 გ პირშუშხა, 2 ს.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი, 1 კვერცხის გული, 8 ნაჭერი კალმახის ფილე (კანიანად), 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 50 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 6 ნაჭერი თეთრი პური, მარილი, შაქარი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: პურის ნაჭრებს მოვაჭრათ ქერქი და დავაქუცმაცოთ. თითოეული პრასი სიგრძეზე გავჭრათ, შემდეგ კი 3 სმ სიგრძის ნაჭრებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ მწვანე ხახვი. პირშუშხა გავხეხოთ. მწვანე ხახვის ნახევარი, პირშუშხა, მდოგვი და კვერცხის გული პურის ნაფხვენში ავურიოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.  კალმახის ფილე შევამშრალოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და მოვათავსოთ თევზის ნაჭრები. ზედ გადავანაწილოთ მომზადებული კვერცხიანი საფანელის მასა. ვაცხოთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ პრასი და 2 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ღვინო და 100 მლ წყალი და დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი ვშუშოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ღუმლიდან გამოღებულ თევზს მოვასხათ მოშუშული პრასის სოუსი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული