Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

კალმარი გულსართით

პროდუქტები:
600 გ  კალმარი
1 ლიმონი
1 პატარა ტოტი როზმარინი
½ კონა ოხრახუში
1 ქინძი
1 კვერცხი
2 სარდელის ფილე
1 სავსე ს/კ საფანელი
ზეითუნის ზეთი
მარილი, წიწაკა
 
მომზადება:
გასუფთავებული და გარეცხილი კალმარები გავაშროთ. ლიმონს მოვაცილოთ ცედრა და წვენი გამოვწუროთ. მწვანილი წვრილად დავჭრათ, ავურიოთ აკეპილი სარდელის ფილე, კვერცხი და საფანელი, გავუწყოთ მარილი და წიწაკა. ამ გულსართით დავტენოთ კალმარები, კალმარებს კულინარული ჩხირებით შევუკრათ ღია მხარე, ჩავაწყოთ ფორმაში და დავასხათ ზეითუნის ზეთი. ღუმელში გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში. მივირთვათ ცხელი ლიმონის ნაჭრებთან ერთად.
 
© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com
თემა:

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234