Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალმარები სოკოთი

საჭირო მასალა: 0,5 კგ კალმარი, 400 გ პატარა ზომის ახალი ქამა სოკო, 2 თავი ხახვი, 100 გ კარაქი, 300 მლ რძე, 0,5 ჭიქა არაჟანი, 2 ჭიქა ფქვილი, 100 გ მაგარი ყველი, 1 კონა კამა და ოხრახუში, მარილი, წიწაკა, კურკუმა – გემოვნებით.

მომზადება: ტაფაზე გავაცხელოთ რამდენიმე კოვზი ზეთი და როცა გაცხელდება, დავუმატოთ სოკო. სანამ სოკო შეიწვება, კალმარები გავასუფთავოთ და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. შემწვარ სოკოს მოვაყაროთ მარილი და ამოვიღოთ საწურზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს. ფქვილი ჩავყაროთ თასში, დავუმატოთ არაჟანი, დავასხათ ცოტა რძე და ავურიოთ. უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა. ცომს დავუმატოთ შემწვარი სოკო, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და კალმარები. ეს ყველაფერი შევანელოთ მარილით, კურკუმითა და წიწაკით. პატარა ქოთნებში ჩავდოთ კარაქის პატარა ნაჭრები, ზედ კი მოვათავსოთ მომზადებული მასა, რომელიც ქოთანს პირამდე არ უნდა ავსებდეს. ქოთნები შევდგათ საშუალოდ გახურებულ ღუმელში დაახლოებოთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და კიდევ 10-15 წუთი გავაჩეროთ ღუმელში. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული