Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბარაბული ლიმონის სოუსით

საჭირო მასალა: 8 მოზრდილი ან 16 პატარა ბარაბული, 2-3 პამიდორი, 0,5 ლიმონის წვენი, 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 5-6 კბილი ნიორი, რამდენიმე ფოთოლი სალბი, 1 კონა ოხრახუში, 80 გ კარაქი, მარილი, წიწაკა, შაქარი – გემოვნებით, საფანელი – ამოსავლებად, ზეთი – შესაწვავად.

მომზადება: თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. დიდ ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ზედ დავყაროთ 4 კბილი ნიორი, დავუმატოთ საფანელში ამოვლებული თევზი და მაღალ ტემპერატურაზე შევწვათ, შემდეგ თევზი ამოვიღოთ და თბილად შევინახოთ, ხოლო ნივრები - გადავყაროთ. მოვამზადოთ სოუსი: სალბი და ოხრახუში მსხვილად დავჭრათ, პამიდვრები კი – მსხვილ რგოლებად. პამიდვრის ნაჭრებს მოვაყაროთ მწვანილი და მოვათავსოთ ზეთიან ტაფაზე. დაბალ ცეცხლზე 5-6 წუთი გავაჩეროთ. პამიდვრები ამოვიღოთ თეფშზე, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ცხელ ტაფაში ჩავუმატოთ ღვინო, ლიმონის წვენი და კარაქი. როდესაც სითხე შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. სოუსს სიმჟავის გასანეიტრალებლად ცოტა შაქარი შევურიოთ. პამიდვრებზე დავაწყოთ თევზები, ზემოდან კი სოუსი მოვასხათ და დარჩენილი მწვანილი და დაჭრილი ნიორი მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული