Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის - ახალი ღვინის ფესტივალი 2021

“ახალი ღვინის ფესტივალი 2021“ წელს 27 ნოემბერს გაიმართება. ფესტივალს ტრადიციულად, მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო • G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მე-11 “ონლაინ ახალი ღვინის ფესტივალი” 2020 წლის 27, 28, 29 დეკემბერს, სრულიად განსხვავებულ პირობებში ჩაატარდა, განსხვავებული ფორმატითა და კონცეფციით.

წელს კი, ფესტივალი, უსაფრთხოების რეკომენდაციების ყველა წესის დაცვით, მთაწმინდის პარკში გაიმართება. ფესტივალამდე სასურველია კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთება, ისევე როგორც ფესტივალის მსვლელობის დროს პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა. 27 ნოემბრამდე „ღვინის კლუბი“ არაერთ რეკომენდაციას და რჩევას შემოგთავაზებთ კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა.

ახალი ღვინის ფესტივალი 2021 ღვინის დღესასწაულის მონაწილეებს, სტუმრებს ბოლო მოსავლის (2020 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობას და ახალი გემოების აღმოჩენის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთ ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ. 2019 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-ზე მეტი მონაწილე. 2020 წლის სამდღიან „ონლაინ ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობა მიიღო 50-მდე ღვინის კომპანიამ.

ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 27 ნოემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2020 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2021 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის 20 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის იხილეთ აქ.

​ფესტივალში მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის:

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა ღვინის კომპანიამ, რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 2021 წლის 8 ნოემბრისა.

რეგისტრაციისთვის საჭიროა: 22 სექტემბრიდან - 8 ნოემბრამდე ღვინის კლუბის ელექტრონულ ფოსტაზე (info@wineclub.ge) გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა, რომლის საფუძველზეც, გაფორმდება ხელშეკრულება.

მობ: +995 598308688

სარეგისტრაციო ანკეტა ჩამოტვირთეთ აქედან.

იჩქარეთ! ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული